GEO | RUS | ENG
პროექტის შესახებ

Sun City არის უნიკალური, როგორც ადგილმდებარეობით, ასევე არქიტექტურისა და მშენებლობის ხარისხის თვალსაზრისით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში.

Sun City მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. კომპლექსი დაშორებულია 6 კმ-ით ბათუმის აეროპორტიდან, ხოლო 16.2 კმ-ით თურქეთის საზღვრიდან. მის სიახლოვეს არის ისეთი სასტუმროები, როგორიცაა „რადისონი“, „შერატონი“ და „ჰილტონი“.

Sun City განლაგებულია 18 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

Sun City-ს ესაზღვრება ცენტრალური ბულვარი და ერას ქუჩა, რომელიც ბათუმის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს.

Sun City აქვს მეტად მიმზიდველი ადგილმდებარეობა ეკოლოგიის თვალსაზრისით. შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავა და ზღვის სისუფთავის მაღალი ხარისხი ბათუმის სხვა სანაპიროებთან შედარებით კომპლექსის უპირატესობას განაპირობებს.

Sun City წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავს. მკაცრი გეომეტრიული და გუმბათოვანი ფორმები, შენობის ექსტერიერის ნათელი ფერები შეესაბამება საკურორტო ქალაქის არქიტექტურას. შენობის ფასადი მოპირკეთებულია ვენტილირებადი სუბტროპიკულ კლიმატზე გათვლილი, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული მასალით, რომელიც შენობაში ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.     

Sun City არის 8 ბლოკისგან (A, B, C, D, E, F, G, H) შექმნილი კომპლექსი.