GEO | RUS | ENG
ბათუმის შესახებ

მზიანი და თანამედროვე ბათუმი განასახიერებს მესამე ათასწლეულის სამხრეთული ქალაქის და საზღვაო კურორტის ყველა ხიბლს, სადაც მაღალი კლასის მდიდრული სასტუმროებია განთავსებული. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და ჩაფლულია დახვეწილ ეგზოტიკურ სუბტროპიკულ ფლორაში.                                                                                                              

შავი ზღვის ეს ყურე არა მარტო მნიშვნელოვანი საზღვაო პორტია მთელს საქართველოში, არამედ წარმოადგენს ქვეყნის ტურისტულ დედაქალაქს.                                                                       

ქალაქის პლაჟი მდებარეობს ბულვარის გვერდით. ბათუმის პლაჟები და მისი მიმდებარე ტერიტორიები ქვიანია, ქვიშის გარეშე. პლაჟიდან აღმოსავლეთით მდებარეობს თეატრები, კინო-თეატრები, რესტორნები, კაფეები, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ არაჩვეულებრივი კერძები და ისიამოვნოთ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით. ბათუმის ცისარტყელის ფერებში შეღებილი საცხოვრებელი კვარტლები შორიდანვე ჩანს. თითოეული საცხოვრებელი შენობა შეღებილია ერთ კონკრეტულ ფერში. 

დღეს ბათუმი განათებულია ნეონის ნათურებით. ბათუმის ცენტრი შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთ ევროპის ქალაქად, სადაც ქუჩები მორთულია სუროებით, შადრევნებით და ხალისიანი მაღაზიებით.                                                                                                                             

ტურისტების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან, მაგრამ ქუჩებში ასევე გაიგონებთ ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე საუბარს. რესტორნები და კაფეები სოკოებივით მრავლდებიან, ასე რომ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს გასინჯვის დიდი არჩევანი აქვთ. 

ბათუმში ბევრი ტურისტული სანახაობაა, მათ შორის არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარი (7 კმ).