GEO | RUS | ENG
საინვესტიციო შესაძლებლობები

ბათუმი მეორე ყველაზე დიდი ქალაქი და ყველაზე პოპულარული ზღვისპირეთია საქართველოში. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის უწყვეტი ზრდის, რეგიონის მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების და ქალაქის ნათელი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, სარესტორნო-სასტუმროების ბიზნესსა და უძრავ ქონებაში დაბანდება პერსპექტიულ არჩევანს წარმოადგენს. საერთაშორისო ტურისტთა საერთო რაოდენობამ 2014 წელს 1.6 მილიონს მიაღწია აჭარის რეგიონში და ეს ციფრი 2025 წლისთვის სავარაუდოდ გაიზრდება 11 მილიონამდე, რაც მოიტანს 5.5 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს საერთაშორისო ტურისტებიდან. აღნიშნული ტენდენცია ხელს უწყობს სასტუმროების, გართობა-დასვენებისა და საცხოვრებელი სექტორების განვითარებაზე მზარდ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების ჯაჭვი, სასტუმროების ბიზნესი კვლავ განვითარების ეტაპზეა. 

Sun City პროექტი გთავაზობთ საინვესტიციო შესაძლებლობების უნიკალურ ნაზავს. საცხოვრებელი შენობა იქნება ეს, სასტუმრო თუ შერეული გამოყენების ნაგებობა, შენობის ადგილმდებარეობა და არქიტექტურა მას მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად აქცევს. შენობაში განთავსებულია 272 საცხოვრებელი ბინა, რაც უხეშად შეადგენს დაახლოებით 18 000 მ2 საცხოვრებელ ფართს. თუ შენობა სასტუმროდ გამოიყენება, მინიმუმ 300 ოთახის განთავსება არის შესაძლებელი. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზარტული თამაშების ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში მკაცრი შემზღუდველი კანონმდებლობა არ არსებობს, Sun City შეიძლება განვითარდეს, როგორც მაღალი ხარისხის აზარტული თამაშების ადგილი.